ანა დოლიძე: პროკურატურა ფარცხალაძე-თადუმაძის სისტემაა, რომელიც სალომე ადეიშვილმა შიგნიდან ამხილა

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ გადაცემა “რეაქციაში” პროკურატურიდან წასული პროკურორის სალომე ადეიშვილის შესახებ განაცხადა, რომელმაც უწყებიდან წასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.

“სამართლებრივი ტერმინია მამხილებელი და სწორედ ასე უნდა დავუძახოთ ადამიანს, რომელიც სისტემას შიგნიდან ამხელს. მის წერილში ძალიან ბევრი რამეა ნათქვამი, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია და ვიცით, რომ ჩვენ სისტემას ახასიათებს. ეს არის: “ჩალიჩის” და პატრონის გარეშე წინ ვერწასვლა, მეგობრობა და პირადი ცხოვრება უნდა დაუკავშირო ის, რაც შენ გარგებს კარიერულად, პატიმრობის საკითხს წყვეტს, ვინ არის პატრონიანი და ვინ უპატრონო… ის წერილში კარგად წერს, რომ ამ სისტემაში სხვაგან გადასვლა თუ გინდა, ეს ჩუმად უნდა მოაგვარო, თორემ დაგბლოკავენ. ეს ყველაფერი დაწერილია, რომელიც სისტემას ხედავდა შიგნიდან და ეს არის გულისტკივილი მისგან. ამას ისედაც ვხედავდით, მაგრამ ამას აღწერს შიგნიდან ეს არის სიახლე. ეს არის ფარცხალაძე-თადუმაძის სისტემა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად