ანა დოლიძე: ფაქტია, რომ ჩვენს წინაშეა სამსახურებრივი გულგრილობა და ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი

ფაქტია, რომ ჩვენს წინაშეა სამსახურებრივი გულგრილობა და ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი, – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ თავი დაიცვან, საზოგადოებას გადმოგვიგდეს ფსიქოლოგთან სიარულის და შესაძლო სუიციდის კონტექსტი.

“თავად ფსიქოლოგთან სიარული არ იქნებოდა ასეთი საინტერესო გამოძიებისთვის, რომ არ ეთქვა ასეთ კონტექსტში. არავითარი ვერსია არ შემოგვთავაზეს, საგამოძიებო ნაბიჯები თითქმის არ არის გადადგმული. ლაპარაკი უნდა იყოს იმაზე, რომ ფაქტია ჩვენს წინაშეა სამსახურებრივი გულგრილობა. ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი და იმისთვის, რომ თავი დაიცვან, საზოგადოებას გადმოგვიგდეს ეს კონტექსტი, თან პირდაპირაც ვერ გვეუბნებიან.

ჩვენ საზოგადოებას უნდა მივეხმაროთ, რომ ამ თემას – ფსიქოლოგთან სიარულის თემას ტაბუ მოვხსნათ. ამერიკაში რამე განსაკუთრებულია? – ყველა დადის ფსიქოლოგთან”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად