ანა დოლიძე: “ოცნების” ინტერესშია მაგიდას მოაცილოს ურეიტინგო პოლიტიკოსი და მერე ატყდეს ერთი ამბავი

“ოცნების” ინტერესშია მაგიდას მოაცილოს ურეიტინგო პოლიტიკოსი და მერე ატყდეს ერთი ამბავი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ხელისუფლების ინტერესშია მაგიდას მოაცილოს ვიღაცა ურეიტინგო პოლიტიკოსი თუ ვითომ პოლიტიკოსი. თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ვინ არის ასეთი და კვლევები აჩვენებს ამას. ამაზე მერე ატყდეს ერთი ამბავი და ამაზე ვისაუბროთ, იმის მაგივრად, რომ ეს ხელისუფლება ვერ დებს შედეგს. მისი მოსახლეობის უმეტესობა ელემენტარულად შიმშილობს. ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენი ბავშვების 30-40% შიმშილობს. ამაზე “ქართული ოცნება” შედეგებს ვერ დებს. 8 მარტს მოაწერეს შეთანხმებას ხელი და 23 მარტს გამოვიდა საგანგებო მდგომარეობა. 2 კვირა ჰქონდა ხელისუფლებას და პარლამენტს, რომ ეს ცვლილებები გაეტანა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად