ანა დოლიძე: “ოცნებას” ისე უნდა საქართველოს ნატოში შესვლა, როგორც ბავშვებს თევზის ქონი

რასმუსენის განცხადებას მიზანმიმართულად ამახიჯნებს ქართული ოცნება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე Facebook-ში წერს:

“რასმუსენის განცხადებას მიზანმიმართულად ამახიჯნებს ქართული ოცნება, რომელსაც ისე უნდა საქართველოს ნატოში შესვლა როგორც ბავშვებს უნდათ თევზის ქონი. “ოცნების” მიერ დღეს გამოთქმული მოსაზრებებით მიდის ქართული ოცნების სრული ლუსტრირება. ჩვენ გვყავს ხელისუფლება რომელიც ყოველ კვირა კარგავს ტერიტორიებს და რომელსაც არავითარი გეგმა ვითარებასთან მიმართებაში არა/ვერა აქვს. გაყოფილი ტერიტორიების ნატოში შესვლის რამდენიმე მოდელი არსებობს (დასავლეთ გერმანია, კვიპროსი) ისე რომ ეს არამც და არამც არ იყოს განხილული მათ ტერიტორიების დათმობად. მცოცავ ოკუპაციასთან ასე გატრუნული შერიგება არ შეიძლება და ახალი მიდგომების ძიების დროა”, – წერს ანა დოლიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...