ანა დოლიძე: “ოცნება” ვოლსკის ინგლისურის იმედზე თუ დარჩა, ვუთანაგრძნობ და დახმარებას ვთავაზობ

მმართველი პარტია ვოლსკის ინგლისურის იმედზე თუ დარჩა, ვუთანაგრძნობ და დახმარებას ვთავაზობ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა და საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელმა ანა დოლიძემ “ტვ პირველის” ეთერში “დიანა ტრაპაიძის დღის ამებებში” განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები მეგობრულ კონტექსტშია გამოთქმული.

“საქართველო რჩება ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად და ამ მეგობრობის კონტექსტშია გამოთქმული ეს შენიშვნები. შეიძლება, შენიშვნა მისცე მტერს და შეიძლება შენიშვნა მისცე მეგობარს. ჩვენ ვრჩებით ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად, მაგრამ მეგობრობის კონტექსტში გვეუბნებიან ისინი, რომ ჩვენ გვადარდებს ეს, იმიტომ, რომ ეს მეგობრობა იყოს მტკიცე და თანმიმდევრული.

“ოცნება” გვეუბნება, რომ უნდა წავიკითხოთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 23 დეკემბრის განცხადება. მაშინ მიგვითითონ ის ხალხი, ვინც ინგლისური იცის. მე მგონი მართლა აღარ დარჩნენ ასეთები. ვოლსკის ინგლისურის იმედზე თუ არის მმართველი პარტია, ვუთანაგრძნობ და ჩემს დახმარებას ვთავაზობ. იმიტომ, რომ ვინც ინგლისური იცოდა, მე მგონი ყველა წამოვიდა.

მეგობრული რევერანსებია, მაგრამ მოუწოდებს, რომ განამტკიცოს რწმენა და თავდადება, რომ პოლიტიკურად დამოუკიდებელი იქნება პროკურატურა და სასამართლო”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, იმ ტექსტზე საუბრობს, რომლის გაცნობაც გვირჩიეს? – პასუხობს, რომ “დიახ”.

შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენმა “რესპუბლიკური პარტიიდან” მარკუეინ მალინმა საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას “ტვიტერის” საშუალებით ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს, რომელიც ასევე აცხადებს: შეშფოთებული ვარ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევის გამო”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად