ანა დოლიძე: “ოცნება” მოეგოს გონს და მოხსნას იდიოტური შეზღუდვები! ხალხი საგანგებო მდგომარეობას ვერ გაუძლებს ბოლომდე

“ოცნება” მოეგოს გონს და მოხსნას იდიოტური შეზღუდვები! ხალხი საგანგებო მდგომარეობას ვერ გაუძლებს ბოლომდე, – ამის შესახებ “პალიტრანიუსის” ეთერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

“მე ცალსახად ვხედავ, რომ ჩვენი ხალხი ამ საგანგებო მდგომარეობას ვერ გაუძლებს ბოლომდე. ყოველდღე ახალი ვარცხნილობის მქონე ეკატერინე ტიკარაძე გამოდის… ამ ქვეყანაში სილამაზის სალონები დაკეტილია და როდესაც ისინი აწესებენ ნორმებს, არ აქვთ წარმოდგენა რა მდგომარეობაშია ქართველი ხალხი. ხალხი იხვეწება, რომ ბაზარზე გავიდეს და 30 ლარი სახლში მიიტანოს. ამიტომ, “ქართულმა ოცნებამ” უნდა დააჩქაროს შეზღუდვების მოხსნა. არცერთ სამართლებრივ დოკუმენტში გაწერილი არ არის ვადა, რომლის განმავლობაშიც შეამოწმებენ ამ ბიზნესებს, რომ იცავენ სანიტარულ ნორმებს და მისცემენ გასვლის ნებართვებს. “ქართული ოცნება” უნდა მოეგოს გონს, მოხსნას იდიოტური შეზღუდვები, რომელიც მათ სჭირდებათ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად