ანა დოლიძე: “ოცნება” გვთავაზობს, რომ 20 წლის შემდეგაც ამ დებატში ვიყოთ, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც აქვს

“ოცნება” გვთავაზობს, რომ 20 წლის შემდეგაც ამ დებატში ვიყოთ, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც აქვს, – ამის შესახებ ახლადაფუძნებული “მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ხელისუფლება უკეთეს შემთხვევაში ჩვენ გვთავაზობს, გამოსავალს, რომ 20 წლის შემდეგაც ჩვენ ვიქნებით ამ დებატში, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა აუცილებლად აქვს აქვს ოპოზიციასაც. ეს არის ორი დიდი ძალის დღის წესრიგში”, – ამბობს დოლიძე.

კითხვაზე, როდესაც არსებობს ოპოზიციის მაგიდა და ამ დროს შენ ქმნი მოძრაობას ცალკე, ეს ვის წისქვილზე ასხხამს წყალს და ოპოზიციის ორად გაყოფაზე ხომ არ არის გათვლილი? – დოლიძე პასუხობს:

“ზუსტად ამ პოლარიზაციის ნაწილი არის, რომ ნებისმიერი ნაბიჯის გამო, ერთმა მხარემ – “ოცნებამ”, ან მეორე მხარემ – ამ ოპოზიციური ერთობის წამყვანმა ძალამ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოახერხოს და ერთის კალათაში ჩაგსვას”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად