ანა დოლიძე: “ოცნება” და მისი საპირწონე პოლიტიკური ძალები ურთიერთდაპირისპირების ტკბობით მასხარაობენ

“ოცნება” და მისი საპირწონე პოლიტიკური ძალები ურთიერთდაპირისპირების ტკბობით მასხარაობენ, – ამის შესახებ ახლადაფუძნებული “მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ხელისუფლების ინტერესი ის კი არ არის, რომ მეტი საჭმელი მივიდეს თითოეული მოქალაქის სახლში, რომელთა უმეტესობას დღეს შია. ხელისუფლების ინტერესი არის, რომ საკუთარი თავი გაირთოს იმ მსასხარაობით რითიც არის დაკავებული. მასხარაობა იქნებოდა ჩვენ რომ გვიჭირდეს. ეს ხელისუფლება და მისი საპირწონე პოლიტიკური ძალები (ყველაზე ვერ ვიტყვი) ურთიერთდაპირისპირების ტკბობაში არიან, მაშინ როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა “მოძრაობა ხალხისთვის” დააფუძნა, რომლის პრეზენტაციაც ცოტა ხნის წინ გამართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად