ანა დოლიძე: ოპოზიციის შეკრებიდან სასწაული სურათი ვნახეთ – ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი მეგონა

ოპოზიციის შეკრებიდან სასწაული სურათი ვნახეთ – ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი მეგონა, – ამის შესახებ ახლადაფუძნებული “მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ოპოზიციის მაგიდამ დღეს ცოტა სხვა ფორმა მიიღო, მაგიდის წევრები დღეს საუბრობენ ერთობლივ პოლიტიკურ გეგმებზე. ჩვენ ვნახეთ, რაღაცა სასწაული სურათი ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი მეგონა. სამი პოლიტიკური ლიდერი რომ იყო, შალვა ნათელაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა. არ ვიცი, რომელი რომელი იყო, თვითონ როგორ ჰგონიათ, იმას აქვს მნიშვნელობა. თავიანთი აზრით აქეთაც გვყავს, ავთანდილი ტარიელი და ფრიდონი, “ბრწყინვალე” სამეული, რომლებსაც ვერ მიჰყავს “ოცნების” პოლიტიკა – თალაკვაძე, მდინარაძე და კობახიძე”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად