ანა დოლიძე: ოპოზიციაში არის ხალხი, რომლებთან სასამართლოზე საუბარიც 15 წლის წინ დავამთავრე და არიან ისეთებიც, ვისთანაც სიამოვნებით მექნება კონსულტაციები

ოპოზიციაში არის ხალხი, რომლებთან სასამართლოზე საუბარიც 15 წლის წინ დავამთავრე და არიან ისეთებიც, ვისთანაც სიამოვნებით მექნება კონსულტაციები, – ამის შესახებ ახლადაფუძნებული “მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ოპოზიციის მაგიდან დაიწყო სხვა საკითხებზე მსჯელობა, მაგალითად სასამართლო რეფორმა, მაგალითად მართლმსაჯულების საკითხები… აქ მე მაქვს პრობლემა. არის მაგიდასთან ხალხი, რომელსაც მე პატივს ვცემ და სიამოვნებით ვაწარმოებ დღესაც კონსულტაციას მათთან სხვადასხვა თემაზე. აქ ძირითადად იგულისხმება ახალი ძალები, მაგრამ არ დავიწყებ პიროვნებების დასახელებას. მაგალითად “ლელო”, სადაც არის უამრავი ჩემი კოლეგა და მათთან სიამოვნებით გავმართავ სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციას.

მაგრამ მაგიდასთან არის ხალხი, რომელთან საუბარიც სასამართლოზე 15 წლის წინ დავამთავრე. 15 წლის წინ ქვეყანა გზა გასაყარზე იყო, ან სასამართლო იქნებოდა დამოუკიდებელი და მოდერნიზებული, რისი შანსიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, ან სასამართლო გადაიქცეოდა იმ გველეშაპად, რომლადაც იქცა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად