ანა დოლიძე: “ოცნებაში” ან მძიმე გასხვლა უნდა ჩატარდეს, ან ვადამდელი არჩევნები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან ორი გამოსავალია, “ოცნების” ლიდერებმა პარტიაშია ან “მძიმე გასხვლა” უნდა ჩაატაროს , ან უნდა წავიდეს ვადამდელი არჩევნების გზით.

ამის შესახებ ანა დოლიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ხელისუფლება არის არაერთი პირის მძევალი. გზადაგზა ძალაუფლების განხორციელების ეტაპზე ჩადენილი იყო შეცდომები, დანაშაული, ბოროტმოქმედება… ეს სხვათა შორის ზუსტად სააკაშვილის შეცდომა იყო. ჩვენ როდესაც დავიწყეთ გირგვლიანის საქმე, ეგრევე უნდა დაესაჯა ახალაია, სანოძე და ის ბანდა, რომელიც მაშინ იყო გარეული. გირგვლიანის საქმეს ის ეფექტი არ ექნებოდა, რა ეფექტიც მაშინ ჰქონდა.

სააკაშვილს ჰქონდა გათვლა. ჯერ თქვეს, რომ ეს იყო სვანური გარჩევა. დღესაც ჯაფარიძემ თქვა, რომ მეც სვანი ვარ, ისიც სვანიაო. დამთავრდა კლანურობა, თანამედროვე მოდერნის სახელმწიფო ვართ რა დროს კლანები, ტომები და გვარებია. ეს არ ყოფილა ერთი შემთხვევა, იქამდე იყო “ომეგა”, მე მაქვს წინათგრძნობა რომ კიდევ იქნება. როგორც ჩანს ხელისუფლება არის ამ დაჯგუფების მძევალი. ვიღაცამ შეცდომა დაუშვა და მან ხელი დააფარა.

გამოსავალი არის ორი. ბატონ ივანიშვილს უყვარს ბოტანიკა, მეც მიყვარს ბოტანიკა და ბოტანიკაში არის ასეთი ტერმინი, იმისათვის რომ გადარჩეს ნერგი თუ ის სუსტია, უნდა ჩაატარო ე.წ. მძიმე გასხვლა, ზამთრის შემდეგ დაგიბრუნდება აყვავებული და ათჯერ უფრო ძლიერი. “ქართული ოცნების” მმართველობის ლიდერობა ან მძიმე გასხვლას ატარებს, ეს ნიშნავს ძირეულ რეფორმას, ან შემდეგი წლის განმავლობაში ვერ ვხედავ ელემენტარულ უნარს, გაატაროს რეფორმა. ყველა რეფორმას სჭირდება პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც ამ გუნდს არ აქვს. ვადამდელი არჩევნები არგენტინაში 1 წელში ოთხჯერ ჩატარდა, საბერძნეთში კრიზისის დროს ჩატარდა რეფერენდუმი. ეს შეიძლება იყოს ამ პროცესის გაახალგაზრდავების და გაჯანსაღები მიზეზი”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად