დოლიძე: მე, როგორც მეცნიერი, ვფიქრობ, რომ “ნაცმოძრაობისთვის” იარლიყი სისხლიანი 9 წელი არასწორია

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ გადაცემა „ღამის მთავარი ნიკა გვარამიასთან“ ერთად განაცხადა.

„მამუკა ხაზარაძესთან მქონდა შეხვედრა, მისი მოძრაობა მნიშვნელოვანია არსებობდეს პოლიტიკურ სპექტრზე როგორც ახალი, რადგან საზოგადოებაში ახალ ძალებზეა დაკვეთა.
მე ვმუშაობ ბევრ ხალხთან იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შევქმნათ ახალი ფრონტი“ – ასე უპასუხა ანა დოლიძემ ნიკა გვარამიას კითხვას ჰქონდა თუ არა მას შეხვედრა მამუკა ხაზარაძესთან.

ანა დოლიძემ გადაცემაში თქვა, რომ „ნაცმოძრაობის“ პერიოდის სისხლიან რეჟიმად შეფასება არასწორია, რადგან მიხეილ სააკაშვილს მმართველობა „ეს იყო გარღვევა, რომელსაც ჰქონდა ბნელი მხარე“

ნიკა გვარამია: ეს რას ნიშნავს ანა? დამფინანსებელს ეძებ?

ანა დოლიძე: არა. ჩემ გუნდთან ერთად ვმუშაობ, რომელთან ერთად დავცხებ სიღარიბეს, დავამარცხებ ბიზნესში კონკურენციას.
ჩვენ გვაქ ოლიგოპოლიები, დიდი მონოპოლიები, გადანაწილებული ბაზრები, ვინ უნდა დასცხოს ამას, რა თქმა უნდა კონკურენციის სააგენტომ.

ნიკა გვარამია: ვინ მოიყვანა ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე? მათ შორის შენც, ხომ?

ანა დოლიძე: უკაცრავად, ბანკების დომინანტობა ბაზარზე როდის შეიქმნა? თქვენ დროს(ნიკა გვარამიას); სასამართლო ხელისუფლების კომიტეტი როდის შეიქმნა, თქვენ დროს..
2004 წელს ხმა მიხეილ სააკაშვილს მივეცი, იმიტომ რომ ცვლილებების იმედი მქონდა. გთხოვთ, დაიმახსოვრეთ, ეს იარლიყი, ამ პერიოდს რომ ეძახიან სისხლიან პერიოდს, მე არ მგონია ეს სწორია.
ამას მე ვამბობ როგორც მეცნიერი, ამას ხალხს ვეუბნები, ეს არასწორია, იმიტომ რომ ეს იყო და მინდა აქედან ვისწავლო, ეს იყო გარღვევა, რომელსაც ჰქონდა ბნელი მხარე. ანუ, ორივე. ჩემი აზრით, სწორი, ადეკვატური დიაგნოზი ამ რეჟიმს ჰქონდა ეს.

ნიკა გვარამია: დაასახელე ის, რაც მოგწონს შენ მიხეილ სააკაშვილის გაკეთებული.

ანა დოლიძე: იუსტიციის სახლი.

ცნობისთვის, ანა დოლიძე სახალხო მოძრაობას ქმნის, რომლის წევრიც ლევან კობერიძე იქნება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად