ანა დოლიძე: მე და მერაბიშვილმა სასამართლოზე და ადამიანის უფლებებზე ურთიერთობა წლების წინ დავასრულეთ

მე და მერაბიშვილმა სასამართლოზე და ადამიანის უფლებებზე ურთიერთობა წლების წინ დავასრულეთ, – ამის შესახებ ახლადაფუძნებული “მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ბევრი აქტიური და თავდადებული ხალხია, რომლებიც თავის დროზე, ქვედა დონეებზე მუშაობდნენ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. ასეთი ხალხი ჩვენ პირიქით ახლოს უნდა მოვიყვანოთ და ვამუშავოთ ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის, რომელიც შიგნიდან ლპება. მაგრამ, “ნაციონალურ მოძრაობას” რამდენიმე ლიდერი ჰყავს, რომელთანაც ვერ ვითანამშრომლებ. მაგალითად ვანო მერაბიშვილთან ერთად როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს სურათი გადავიღო. მე და ვანო მერაბიშვილმა სასამართლოზე და ადამიანის უფლებებზე ურთიერთობა ბევრი წლის წინ დავასრულეთ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად