ანა დოლიძე: ხელისუფლებამ აარჩია თამაშის წესები რომ არჩევნები ტარდება, ფეხბურთი ძალაშია და პასუხისმგებლობაც აიღოს

ბატონი ცერცვაძის განცხადება მოვისმინე, რომ არჩევნები კი არაა საშიში, კამპანიაა საშიშიო, ეს იგივეა თქვას, რომ ფეხბურთი კი კარგი თამაშია, მაგრამ მოედანზე სირბილი არ არის კარგიო, – ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცის დამუნათება და ხალხზე პასუხისმგებლობის გადატანა, რომ რატომ ატარებენ საარჩევნო კამპანიას და ხალხს ხელს რატომ ართმევენ, არასწორია.

“მე ვფიქრობ რატიანის განცხადება, რომ საწოლი დავუტოვოთ მას, ვისაც ეს სჭირდება არ არის შემთხვევით. ეს არის ხელისუფლების ახალი პოლიტიკის ნაწილი. ეს ასევე უკავშირდება ხელისუფლების განცხადებას. ბატონი ცერცვაძის განცხადება მოვისმინე, რომ არჩევნები კი არაა საშიში, კამპანიაა საშიშიო, ეს იგივეა თქვას, რომ ფეხბურთი კი კარგი თამაშია, მაგრამ მოედანზე სირბილი არ არის კარგიო. ან როდესაც გვითხრეს, რომ ავტობუსში არ ახვიდეთ თუ არ გჭირდებათო. ეტყობა თვითონ ქალაქის მერი დასეირნობს ავტობუსით, თორემ მოქალაქეები რომ კაპიკებისთვის გამოდიან ავტობუსით, როგორც ჩანს ჩვენმა ხელისუფლებამ ეს არ იცის.

ხელისუფლებამ აარჩია ეს თამაში წესები, რომ არჩევნები ტარდება. მაშინ ოპოზიცის დამუნათება, ჩვენზე და ხალხზე პასუხისმგებლობის გადატანა, რომ რატომ ატარებთ საარჩევნო კამპანიას და ხალხს ხელს რატომ ართმევთო, არასწორია. ხელისუფლებამ შემოიღო ეს თამაშის წესი, ფეხბურთი ძალაშია და შესაბამისად აიღოს ის პასუხისმგებლობა, რაც იქნება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად