ანა დოლიძე: “ხალხისთვის” არ არის პარტია და არ გადაგვიწყვეტია, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში

სამოქალაქო მოძრაობა “მოძრაობა ხალხისთვის” დამფუძნებელი და ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“საღამო მშვიდობის ყველას. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისათვის. დაიბადა მოძრაობა ხალხისთვის. ახლა ვიყავი ეთერში ინგა გრიგოლიასთან ტელეკომპანია პირველის ეთერში. დიდი მადლობა მას არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის. ორი რამ უნდა დავაზუსტო:

1. დღეს დავაარსეთ საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც აქვს მიზანი შეცვალოს ჩვენი რეალობა. ამის გაკეთება შეიძლება ბევრი ფორმით. “ხალხისთვის” არ არის პარტია და არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში როგორც პარტია. ეს გამოჩნდება მომავალში. დღეს ჩვენი ამოცანაა რომ ხელისუფლებამ იფიქროს ხალხზე და ხალხი იყოს დღის წესრიგის ცენტრში.

2. განმარტებისათვის: ცნება “ქართველს” ვიყენებ სამოქალაქო თვალსაზრისით, ანუ ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეს; ასევე “ფრანგი,” მიუხედავად იმისა არაბია თუ აზიელი წარმოშობით, ანუ საფრანგეთის მოქალაქე, “ბრიტანელი” ბრიტანეთის მოქალაქე ეთნიკურობის მიუხედავად.

მე ვახსენე იდეა რომ საქართველოში სამსახურში უპირატესად აიყვანონ “ქართველები” ანუ სამსახურში აყვანისას უპირატესობა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს. ადგილობრივი მოქალაქეებისათვის უპირატესობის მინიჭება სამსახურის ძებნის პროცესში სრულიად ჩვეულებრივი პრაქტიკაა ბევრ განვითარებულ ქვეყანაში და ვფიქრობ რომ სწორედაც რომ საჭიროა ჩვენთანაც. არგუმენტები მოგვიანებით.

ღამე მშვიდობის ყველას”, – წერს ანა დოლიძე Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად