ანა დოლიძე: კალაძის განცხადება ავტოგოლი ავტოგოლზე იყო, სიმბოლურია, რომ ეს კალაძემ გააკეთა 

ხალხს ადარდებს წამლების ფასი, ძალიან ადარდებს, მაგრამ ამ ფასებს არ არეგულირებს სახელმწიფო, იმიტომ, რომ წამლების შემომტანი ერთ-ერთი დიდი კომპანიის წარმომადგენელი პარლამენტში ზის და ის მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილია, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ პარლამენტთან გამართულ აქციაზე “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა.

“ეს განცხადებები იყო ერთი ავტოგოლი ავტოგოლზე. სიმბოლურია, რომ ეს განცხადება კახა კალაძემ გააკეთა. ის აკეთებს საოცარ გარიგებებს, რომ ვინც რაღაცა არ იქნება “ნაციონალი”, ეს არის ავტოგოლი ავტოგოლზე.

ხალხს ადარდებს წამლების ფასი, ძალიან ადარდებს, მაგრამ ამ ფასებს არ არეგულირებს სახელმწიფო და იცით რატომ არ აკეთებს? იმიტომ, რომ წამლების შემომტანი ერთ-ერთი დიდი კომპანიის წარმომადგენელი პარლამენტში ზის და ის მაჟორიტარია. “ნაცების” დროს იყო “ნაციონალი” და “ოცნების” დროს გადმობარგდა “ოცნებაში”. ეს არის ძალიან კარგი სიმბოლო”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად