ანა დოლიძე: ინგლისურის ცონდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია

„ბრიტანულ კუთხეში“ მე-19 საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. ფინალურ ეტაპზე მონაწილეებმა საკონკურსო თემაზე პრეზენტაციები წარადგინეს. საკონკურსო თემა კი ასეთი იყო – „ყველაზე ადვილად ადამიანები მაშინ თმობენ ძალაუფლებას, როცა მიიჩნევენ, რომ მათ ის არ გააჩნიათ“.  ,-ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროდან იუწყებიან. 

კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა ჟიურიმ, რომლის წევრებიც სხვებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი იყვნენ.

ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ მომავალ თაობებში ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია. მე-19 საჯარო მეტყველების კონკურსში პირველი ადგილის მფლობელი გუგა სუხიაშვილი გახდა, მეორე ადგილი ირაკლი ქორქიას, ხოლო, მესამე – ეთერ ჭუმბურიძეს ერგო.

პირველი ადგილის მფლობელი საერთაშორისო ფინალში მონაწილეობის მისაღებად მაისში ლონდონში გაემგზავრება. საერთაშორისო ფინალში ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირში გაერთიანებული 64 ქვეყნის საუკეთესო ორატორები მონაწილეობენ. ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (English Speaking Union) ლონდონში 1918 წელს დაარსდა. მას ინგლისის დედოფალი ელისაბედ II მფარველობს, პრეზიდენტი კი პრინცესა ანაა.

საქართველო კავშირის წევრი 1998 წელს გახდა. პროექტის – კონკურსი საჯარო მეტყველებაში – ფარგლებში, ლონდონში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა უკვე 34-მა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად