ანა დოლიძე: გიორგი გახარია ისე იქცევა, თითქოს თვითონ არ იყო ხელისუფლებაში, ხორავას საქმის დროს

მოძრაობა “ხალხის” ლიდერი ანა დოლიძე გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს ხედავ, მაგრამ პასუხისმგებლობით ეკიდება საკითხს და მიაჩნია, რომ სულ მცირე ექსპერტიზის დასკვნები უნდა დაიდოს, რომ თავიდან ბოლომდე რაღაც დასკვნების გამოტანა გახდეს შესაძლებელი.

ანა დოლიძე ტვ “პირველის” ეთერში პრემიერ მინისტრის განცხადებას, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ზოგიერთები ცდილობენ ადამიანის ტრაგედია პოლიტიკური კონიუქტურისთვის გამოიყენონ.

“პირველ რიგში,  ყურადღებას გავამახვილებ უფრო სისტემურ ასპექტებზე, რომელიც ამ საქმემ გამოავლინა. გიორგი გახარია ისე იქცევა, თითქოს თვითონ არ იყო ხელისუფელბაში ხორვას საქმის დროს. ყველა ის კითხვა, დაეჭვება და შიში, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ამ საქმის მიმართ, იმ შედეგებიდან მოდის. არაერთ საქმესთან მიმართებაში ვიწვნიეთ, მათ შორის, ხორავას საქმეში. 2 წლის წინ, ერთი წელი საზოგადოება, ათასობით ადამიანი დადიოდა მიტინგ-მიტინგ, რომ დაედგინა სიმართლე ბავშვებს შორის ერთერთ გარჩევაში. სიმართლე იყო, რომ ჩარეული იყო პროკურატურის მაღალჩინოსანი, ჰქონდა მასალის ფაბრიკაციას ადგილი. ამ ეტაპზე ჩვენ ამას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ უნდა დაველოდოთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას. კითხვის ნიშნები რა თქმა უნდა არსებობს. არსებობს მეორე პრობლემა, რომელიც ამ საქმეს ეხება. როდესაც ამ სიტუაციში 17-20 ახალგაზრდიდან, ვინც ჩართულია პრობლემაში არავის არ აფიქრდება რომ სახელმწიფო ინსტიტუტს მიმართოს კონფლიქტის შემთხვევაში. ხორავას საქმის შემდეგ ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ახალგაზრდები როცა ქუჩაში იჩხუბებენ, კუნთმაგარ ბიჭებს კი არ დაუძახონ, პოლიციას ან მედიატორს დაურეკონ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კითხვაზე აქვს თუ არა ადგილი გიორგი შაქარშვილის საქმეში მსგავს პრობლემებს, რომელსაც ჰქონდა ხორავას საქმეში, ანა დოლიძემ განმარტა, რომ კითხვის ნიშნები რომ არსებობს, არის ფაბრიკაციების ბრალი.

“პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ თემას, სულ მცირე ექსპერტიზის დასკვნა ხომ უნდა დაიდოს, რომ თავიდან ბოომდე რაღაც დასკვნები გამოვიტანოთ. კითხვის ნიშნები ცალსახად არის “შკოდასთან”, გამოუქვეყნებელ კადრებთან მიმართებაში”, -აღნიშნა ანა დოლიძემ.

შგახსენებთ, გახარია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: უახლოეს საათებში და დღეებში ყველა დასმულ შეკითხვას საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად