ანა დოლიძე: გახარიას განცხადება ჭიქაში ქარიშხალია, მართლმსაჯულება ამ ხელისუფლებამ დაასამარა

გახარიას განცხადება ჭიქაში ქარიშხალია. სინამდვილეში ვინ გააკეთა მართლმსაჯულების დელიგიტიმაცია და დასამარება? – ამ ხელისუფლებამ, – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ხელისუფლებამ სასამართლოს სახედ წარმოაჩინა ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის უმეტესობას ახსოვს რეპრესიული გადაწყვეტილებებით.

“მინდოდა გამეკეთებინა კომენტარი გახარიას ამ განცხადებაზე, რომელიც არის ქარიშხალი ჭიქაში. გახარიას ახასიათებს ასეთი განცხადებები. მაგალითად, გომელაურს შენიშვნა რომ მისცა, ჩქარა იმოქმედთო. ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. ანუ, არაფრისმთქმელი განცხადებები და ფეხების ბაკუნი. სინამდვილეში ვინ გააკეთა მართლმსაჯულების დელიგიტიმაცია და დასამარება? – ამ ხელისუფლებამ. ამ ხელისუფლებამ სასამართლოს სახედ წარმოაჩინა ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის უმეტესობას ახსოვს რეპრესიული გადაწყვეტილებებით. ეს გააკეთა ერთადერთი პრაგმატული მიზნით, რომ ისინი გამოეყენებინა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად