ანა დოლიძე: ეს არც “ოცნების” გამარჯვება იქნება და არც “ნაცმოძრაობის”, ექიმებმა უნდა გამოგვიყვანონ ომიდან!

ამის შესახებ “პალიტრანიუსის” ეთერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

“დისკუსია, რომელიც ეყრდნობა მტკიცებულებებს, არის ძალიან ჯანსაღი მტკიცებულება და მიმდინარეობს სამედიცინო საზოგადოების შიგნით. მარტო ჩვენთან კი არა, შვედეთზე რომ არის ასეთი მარტივი საუბარი, რომელსაც ძირითადად “გირჩი” აწარმოებს, შვედეთშიც არის ძალიან კომპეტენტური და მტკიცებულებეზე დაყრდნობილი საუბარი და დისკუსია, მაგრამ არა დისკუსია იმაზე, რომ ნუ ამოეფარებით, ქულებს ნუ აწერინებთ, სტატისტიკას მალავთ…

ადამიანები, რომლებიც 24 საათიან მორიგეობაში არიან, მათ ჩვენგან მადლობის გარდა არაფერი არ ეკუთვნით. ოპოზიციას ზოგჯერ ჰგონია, რომ თუ ჩვენი ექიმების კომპეტენციას დააკნინებს, ან იტყვის რომ მალავს სტატისტიკას და ა. შ. ანუ გამოიყენებს ეთიკის მიღმა შეფასებებს, ამით ის დაამცირებს ქართულ ოცნებას. ამას ცალ-ცალკე ვერცერთი გააკეთებს, ორივე მხარემ უნდა გააკეთოს, რომ ეს არ არის არც “ქართული ოცნების” გამარჯვება და არც “ნაციონალების” მოგება. ჩვენი სპეციალისტები არიან ისინი, ვინც უნდა გამოგვიყვანონ ომიდან, ეს იქნება სპეციალისტების გამარჯვება, რომელსაც იზეიმებს ქართველი ხალხი”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად