ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეებზე ხვალ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებას წარუდგენენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ხვალ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ, რაც მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებს ეხება.

ამის შესახებ “აიპრესს” საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა უთხრა.

„მე და ანა დოლიძე ხვალ წარვუდგენთ საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტს, რომელიც ითვალისწინებს, პროცედურების შეცვლას. თუკი ამას პარლამენტი დათანხმდება ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის.

მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი, აუცილებელია შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ფილტრი იქნება. აუცილებელია გადაწყვეტილება საბჭომ მიიღოს კონსესუსით და მეოთხე ინტერესთა კონფლიქტი შემუშავდეს იმისათვის, რომ საბჭოს წევრებმა კონკურსში არ მიიღონ მონაწილეობა. აქ ცალსახა ინტერესია, რადგან ისინი არიან იუსტიციის საბჭოს წევრები“, – ამბობს ჯანეზაშვილი.

კითხვაზე, ხომ არ ჰქონიათ ამ თემაზე კონსულტაცია უმრავლეობასთან და რა მოლოდინი აქვთ იქნება თუ არა ეს საკანონმდებლო წინადადება მხარდაჭერილი? – პასუხობს:

„არავისთან კონსულტაცია არ გვქონია ამ თემაზე. ხვალიდან დაველოდებით პროცესების განვითარებას“, – გვითხრა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად