ანა დოლიძე: ჩვენ ყველამ უნდა გავამაგროთ ის ადამიანები, ვინც “ოცნებას” მოუგებენ

სამოქალაქო მოძრაობა ”ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე აცხადებს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მაჟორიტარობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მიუღია.

ანა დოლიძის თქმით, უნდა გაამაგრონ ის ადამიანები, ვინც “ქართულ ოცნებას” მოუგებს:

“კონკრეტული გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ მიმიღია. შესაბამისად ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ორმეფობა დასრულდეს. ჩვენ ყველამ უნდა გავამაგროთ ის ადამიანები, ვინც “ოცნებას” მოუგებენ. მანამდე გასაგებია, რომ შესაძლოა კონსულტაციები და დიალოგი იყოს,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად