ანა დოლიძე: ჩვენ დღეს გვჭირდება “აიფონ -11”, მაშინ როდესაც გვაქვს ფანრიანი ტელეფონი

სამოქალაქო მოძრაობა “ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე მაჟორიტარობისთვის დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იბრძოლებს.

ანა დოლიძის განცხადებით, მისი კონკურენტი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თანამედროვეობის გამოწვევებს ვერ პასუხობს.

“დიდუბე-ჩუღურეთი არის ის რაიონი, რომელსაც სხვა ყველა რაიონთან შედარებით, პირადად აქვს განცდილი აყვავებისა და ოქროს ხანა. თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი, რატომ იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტური წალკოტი.

დღეს ამ რაიონს აქვს ბევრად მეტი გამოწვევები და ამ გამოწვევებს ვერანაირად, საკუთარი პოლიტიკური და პროფესიული შესაძლებლობით ვერ უპასუხებს მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი. 21-ე საუკუნეში, დიდუბე-ჩუღურეთს, თბილისსა და საქართველოს სჭირდება სულ სხვა, ახალი ტიპის პოლიტიკოსი, ახალი ტიპის ხედვები. ტექნიკური შესაძლებლობებით, ჩვენ დღეს გვჭირდება “აიფონ -11″, მაშინ როდესაც გვაქვს ფანრიანი ტელეფონი”, – განაცხადა ანა დოლიძემ “რუსთავი 2”-თან.

შეგახსენებთ, დიდუბე ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატად გიორგი ვოლსკი დასახელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად