ანა დოლიძე: აზარტული თამაშების რეგულირებაზე 10 000 ხელმოწერა შევაგროვეთ, გილოცავთ! (ვიდეო)

აზარტული თამაშების რეგულირებაზე 10 000 ხელმოწერა შევაგროვეთ, გილოცავთ! რაც მთავარია ვულოცავ სანდრო ბერაძის ოჯახს და მეგობრებს, რომელთა გარეშეც ეს არანაირად არ მოხდებოდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერის ანა დოლიძის ვიდეომიმართვაში.

“ძალიან მაგარი ამბავი უნდა შეგატყობინოთ. დღეს ჩვენ ერთი კვირით ადრე ვადამდე, ჩვენ შევაგროვეთ 10 000 ხელმოწერა აზარტული თამაშების რეგულირებისათვის. გილოცავთ ყველა გულშემატკივარს! რაც მთავარია ვულოცავ სანდრო ბერაძის ოჯახს და მეგობრებს, რომელთა გარეშეც ეს არანაირად არ მოხდებოდა. ვულოცავ ყველა მშობელს, რომელიც ნერვიულობს, რომ აზარტულ თამაშებში არ ჩაებას მისი შვილი. ეს ყველა ჩვენთაგანის გამარჯვებაა. ეს არის დიდი ბრძოლის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. ადვილი არ იქნება დაპირებების მიღწევა და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა და ჩვენი ბავშვების დაცვა. ადვილი არ იქნება, მაგრამ ვიბრძოლებთ ყველა ერთად, რომ ეს ერთი საკითხი მაინც გადავწყვიტოთ ჩვენი – ხალხის ძალებით. ეს არის დიდი ბრძოლის დასაწყისი, იმ ბრძოლისა, რომელსაც მოაქვს გამარჯვება. გახსოვდეთ, ყველგან და ყოველთვის ბრძოლას აქვს აზრი”, – აღნიშნა ანა დოლიძემ ვიდეომიმართვაში.

10000 ხელმოწერა

Posted by ანა დოლიძე Anna Dolidze on ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2019

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად