ანა დოლიძე: ასეთი ამბავია სააკაშვილზე და ამათ უზენაესის 3 კანდიდატი წარადგინეს

ასეთი ამბავია სააკაშვილზე და ამათ უზენაესის 3 კანდიდატი წარადგინეს, მათ შორის სანდოძე, რომელსაც სააკაშვილის დროს არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ ჰქონია, – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“სასამართლოსთან დაკავშირებით იცით ჩემი პოზიცია – ყველას გამოგვეპარა ახლა, რომ იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს 3 ახალი კანდიდატურა წარადგინა. ასეთი ამბავია სააკაშვილზე და ამათ ეს გაბედეს. და ვინ წარადგინეს? – სწორედ სანდოძე, რომელსაც სწორედ სააკაშვილის დროს არ ჰქონია არცერთი გამამართლებელი განაჩენი. ჩვენი პარტია სწორედ ამ თემების ქომაგები ვართ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები
იტვირთება...