ანა დოლიძე: არასამთავრობოებს მადლობაც გადავუხადე, მათი განცხადება ჯანეზაშვილისგან განსხვავდება

ამის შესახებ, მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ის სიტყვები, რომელიც 3 წლის წინ მითხრა ირაკლი კობახიძემ, როგორც საპარლამენტო მდივანს, რაც თქვა 2 წლის წინ გიორგი მიქაუტაძემ და რაც თქვა მთლიანად კლანმა, რომელმაც მიმართა სალომე ზურაბიშვილს ჩემი გაყვანა… ჩემს გვერდზე პოლიტიკოსებთან ერთად თუ მიტინგებზე იყო ნაზი ჯანეზაშვილი და დღეს, როდესაც ჩვენ დაფუძნეთ მსჯელობის ახალი ველი, ამას ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

არასამთავრობოების განცხადებას მე თავიდანვე გამოვეხმაურე და ვთქვი, რომ საქართველოს კანონმდებლობა კარგად ვიცი და მე მას მოვახმარე ჩემი ნერვების დიდი ნაწილი. მე მათ მადლობაც გადავუხადე იმ განცხადებისთვის, სადაც იუსტიციის საბჭოში ჩემი საქმიანობა დადებითად არის შეფასებული. მივიღე ის ტექსტი და ის არის განსხვავებული ტექსტი. არასამთავრობოების ტექსტი და ჯანეზაშვილის განცხადებები განსხვავდება. არასამთავრობოების ტექსტში წერია, რომ თუ ის დააპირებს პოლიტიკურ საქმიანობას, უნდა ჩამოშორდეს.

ჩვენი კანონმდებლობით ცალკე კანონია “პარტიების შესახებ კანონი” და თუ გადავწყვეტ, რომ ვიყო კანდიდატი, ვიყარო კენჭი, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ შესაბამისად ვიმოქმედებ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად