ანა დოლიძე: ამ სისტემას – ფარცხალაძეს, თადუმაძეს ჰყავდათ მშობელი…

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრმა ანა დოლიძემ გადაცემა “რეაქციაში განაცხადა.

“მამხილებელს სჭირდება დაცვა და ყველანაირად იქნება მცდელობა სალომე ადეიშვილის დისკრედიტაციის. მისი მორალური გატეხვის. ადამიანი დაუპირისპირდა 10 000 კაციან სისტემას და იქნება მისი დისკრედიტაცია. ეკა ბესელია კარგი მაგალითია, გადავიდა თუ არა ოპოზიციაში, მაშინვე მის წინააღმდეგ დატრიალდა კადრები. ნინო გვენეტაძე ძალიან ჰგავს ამ შემთხვევას, რამდენიმე დღე ჩაიკეტა და ბოლოს გერმანიიდან დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება. იმიტომ, რომ ადამიანებს ეშინიათ ამ ქვეყანაში. ამიტომ ფრთხილად ვიყოთ ამ ადამიანის მიმართ. ვინც გადაწყვეტს, რომ სისტემას შემოულაწუნოს, მე ყველა იმ ადამიანის მიმართ ვარ.

სისტემა, რომლის სახელიც არის ფარცხალაძე, თადუმაძე, მურუსიძე, ჩინჩალაძე ეს არის “ქართული ოცნების” გასაღები და ის მართავს ამ სისტემას. “ნაცებს” რომ გადავუარე გგონიათ, რომ “ოცნებას” ვამართლებ?! არა! ამ სისტემას ჰყავს ორი მშობელი. “ნაციონალურ მოძრაობაში” ვასხვავებ ორად, ადამიანები ვინც ქმნიდნენ პოლიტიკას და ვინც სალომე ადეიშვილივით პატიოსნად მუშაობდნენ ყოველდღე. სალომე ადეიშვილი წუხს ამ სისტემაზე, რომელშიც მუშაობა 2013 წელს დაიწყო, მაგრამ თუ ამაზე “ნაცმოძრაობის” სახეები დაიწყებენ საუბარს პროტესტი მექნება. ამ სისტემას – ოთარ ფარცხალაძეს, შალვა თადუმაძეს ჰყავდათ მშობელი და იმიტომ ვლაპარაკობ ერთ მორევში”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად