ანა დოლიძე: ალექსანდრე რატიშვილი, თბილისის საკრებულოში შემოიტანს იმ მუხტს, რომელიც სჭირდება ქალაქის ფეხზე დაყენებას

თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ დღეს პარტიის „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი, საკრებულოს თავმჯდომარეობის და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე რატიშვილი წარადგინა.

„რა აქვს ჩვენს მოსახლეობას მთავრი დაკვეთა პოლიტიკოსებისადმი? ეკონომიკის გაცოცხლება, დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა. მე დღეს ვაკეს და მთლიანად თბილისს წარვუდგენ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ამ მიმართულებით უზრუნველყოს ჩვენი პარტიის პოლიტიკის ხედვა. წარმოგიდგენთ გამოცდილ ეკონომისტს, ინჟინერს და, რაც მთავარია, წარმატებულ მეწარმეს ალექსანდრე რატიშვილს, რომელსაც შექმნილი აქვს არაერთი საერთაშორისო სტანდარტის ქართული პროდუქტი. დარწმუნებული ვარ, ალექსანდრე რატიშვილი, თბილისის საკრებულოში შემოიტანს იმ მუხტს, რომელიც სჭირდება ქალაქის ფეხზე დაყენებას, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, ” – განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც წარდგენისას ალექსანდრე რატიშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ იყოს მდიდარი და წარმატებული ქვეყანა, ამისათვის საჭიროა სწორი პოლიტიკის შემუშავება და სწორი მართვა.

“ვაკელებს და სრულიად თბილისის მოსახლეობას ვთავაზობთ უმთავრესს, განახლებას და ცვლილებებს. პირობას ვაძლევთ ჩვენ ამომრჩეველს, რომ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების სახით, ისინი მიიღებენ მუდმივ თანამოაზრეს, მოკავშირეს, რომელიც მათ ხმას მიიტანს საკრებულოში და მათი ყველა ხედვა მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული. ჩვენ დავამკვიდრებთ გამჭვირვალე პროცესს, რათა ხალხს მივსცეთ განცდა, რომ სწორედ ისინი არიან ძალაუფლების წყარო და ხელისუფლების მართვის მთავარი ძალა. როგორმე უნდა შევთანხმდეთ და დავამთავროთ ქვეყანაში დაპირისპირება და ის პოლარიზება, რომელსაც ორი დიდი პოლიტიკური ძალის ურთიერთქიშპი, ზიზღით და აგრესიით ამკვიდრებს. ეს ყველაფერი გადადის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რის გამოც დამკვიდრებულია ნიჰილიზმი, ხალხს არჩევნებში მონაწილეობა აღარ უნდა და აღარ სჯერა ცვლილების. შეუძლებელია მუდმივად სიღარიბეზე, უმუშევრობასა და უპერსპექტივობაზე ლაპარაკი, თითქოს ეს ასეთი მოცემულობაა. არადა ეს ქვეყანა არის ძალიან მდიდარი, პირველ რიგში თავისი ადამიანური რესურსებით, ახალგაზრდებით და მათი პოტენციალით. ამ ყველაფერს უნდა სწორად მართვა, სწორი პოლიტიკის შემუშავება და ამ ყველაფერს აუცილებლად ექნება შედეგი. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც შეძლებს მდიდარი და წარმატებული ქვეყნის მშენებლობას,“ – აღნიშნა ალექსანდრე რატიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...