ანა ბუჩუკური: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თანამდებობაზე განწესება მავნებლობაა

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თანამდებობაზე განწესება მავნებლობაა. ეს პროცესი აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს”.
– ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის რომ რეფორმის გარეშე არ უნდა წარიმართულიყო დანიშვნის პროცესი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილიც იყო.

“ეს არ არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან პირველი გასაუბრება, რამდენიმე თვის წინ მიუხედავად ჩვენი პარტნიორების, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების არაერთი მოწოდებისა, „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება და დანიშნა უვადოდ. მაშინ ჩვენი გუნდი ვიღებდით განხილვებში მონაწილეობას, თუმცა, კანდიდატებისთვის მხარი არ დაგვიჭერია, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ შემთხვევებში წარმოდგენილი იყვნენ პროფესიონალები,”- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.

კომენტარები
იტვირთება...