ანა ბუჩუკური პრემიერს: ჩვენი გუნდის კითხვებს პასუხებს ვერ სცემთ, მაგრამ, გირჩევნიათ “ნაცმოძრაობასთან” ერთად გაატაროთ საათები შინაარსისგან დაცლილ კინკლაობაში

ასე მიმართა გახარიას “გუნდის წევრმა”, მე-10 მოწვევის პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმას წარდგენს.

“ბატონო ირაკლი, ჩვენი გუნდის კითხვებს პასუხებს ვერ სცემთ, იმიტომ, რომ ეს პასუხები არ გაქვთ, მაგრამ სამწუხაროდ, გირჩევნიათ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად დადგეთ აქ, დახარჯოთ საათები და აბსოლუტურად უსაგნოდ, შინაარსისგან დაცლილ, მათთან ერთად, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გაატაროთ საათები შინაარსისგან დაცლილ კინკლაობაში, ეს არის სამწუხარო და სამწუხაროა, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან გირჩევნიათ, რომ ეს ქვეყანა და ეს ხალხი ატრიალოთ ამ მოჯადოვებულ წრეში. ესეც პასუხია თქვენი მხრიდან.” – განაცხადა ანა ბუჩუკურმა

კომენტარები
იტვირთება...