ანა ბალამწარაშვილი: ხალხნო, მე და ჩემი ოჯახი რეალური მაგალითი ვართ იმის, რა საშინელებაა კოვიდ 19!

რა ხდება COVID19-ისგან განკურნების შემდეგ – პაციენტები ამბობენ რომ უჭირთ სუნთქვა და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება აქვთ.

Covid-19-ით საავადმყოფოებში მოთავსებული მრავალი ადამიანი არის რისკის ქვეშ, რომ გახდეს ” ვირუსის გრძელვადიანი მატარებელი”

“Covid-19-ით ჰოსპიტალიზებულთა დაახლოებით სამი-მეოთხედი შეიძლება გახდეს გრძელვადიანი გადამზიდავი”, – ნათქვამია ნაშრომში, რომელიც აიტვირთა სერვერზე medRxiv.

დიდი ბრიტანეთის North Bristol NHS Trust-ის აკადემიური რესპირატორული განყოფილების მკვლევარებმა შეისწავლეს კოვიდ-19-ით ინფიცირებული 110 პაციენტი, რომელთაც მკურნალობდნენ საავადმყოფოებში ხუთი დღის განმავლობაში.

საავადმყოფოდან გაწერიდან 12 კვირის შემდეგ, 74%-ს გამოუვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის სუნთქვის გაძნელება და გამუდმებული გადადაღლილობის შეგრძნება.

ცხოვრებას კოვიდ 19 ის შემდეგ, ბიბისიმ სპეციალური რეპორტაჟი მუძღვნა, სადაც ის ადამიანები ჩაწერა, რომლებიც ყვებოდნენ კოვიდის თანმდევ შედეგებზე.

რა ხდება COVID19-ისგან განკურნების შემდეგ – პაციენტები ამბობენ რომ უჭირთ სუნთქვა და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება აქვთ. – ამ სათაურით გამოქვეყნდ სტატია “აიპრესზე”, რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავდა. სტატიას ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, ბელგიაში მცხოვრები ჩვენი თანამემალულე ანა ბალამწარაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც საკუთარ ოჯახზე გადაიტანა ამ დაავადების ძალიან მძიმე თანმდევი შედეგები.

როგორც ანა ჩვენთან საუბრისას იხსენებს, ეს იყო შიშით და გაურკვეველი მოლოდინით სავსე დღეები. მისი თქმით, ეს ვირუსი არის ძალიან საშიში და ადამიანებს მაქსიმალურად მართებთ პრევენციის წესების დაცვა.

ანა ბალამწარაშვილი: პირველი გამოუვლინდა ჩემს ძმას,რომელიც ცხოვრობს დედასთან  მამასთან ერთად.

რამდენიმე დღის შემდეგ მამას დააწყებინა ხველა,მისცა სიცხე და ჟანგბადის რაოდენობამ დაიწყო დაბლა დაწევა. მინდა გითხრა რომ საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა, მაგრამ უჰაერობა უკვე დაწყებული ქონდა,როცა შედიოდა მინდოდა სურათი გადამეღო,მაგრამ რაღაცნაირად მოხდა რომ თავი შევიკავე, თავს უფლება არ მივეცი დავმშვიდობებოდი… არც იმის ახსნა შემიძლია, რას გრძნობ ამ დროს როცა ხელს უშვებ და იმ ხელთან შეხების საშუალება კიდევ გექნება თუ არა არ იცი.

14 აპრილი იყო როცა მამა საავადმყოფოში დავტოვე, იმ საღამოს დავურეკეთ და უკვე მძიმედ სუნთქავდა,აქვე მინდა გითხრათ რომ მამას 2015 წელს გულის ოპერაცია გაუკეთდა,არ მომერიდება ვიტყვი რომ იმ ქვეყნიდან მოაბრუნეს მამა ბელგიელმა ექიმებმა,14 აპრილის შემდეგ ზარიდან-ზარამდე ვცხოვრობდით,არ ვიცი როგორ გადმოვცე ის ემოცია,ის გათენებული ღამეები, რამდენჯერ ყელში გაჩხერილი ბურთი, რომ დედას არ შეემჩნია.

მოკლედ 16 აპრილს მოხდა მამას ინტუბაცია,ანუ ხელოვნურ კომაში შეყვანა, ამ დღიდან 25 დღის შემდეგ გამოაღვიძეს. ჩემმა მეგობრებმა ექიმმა მაკა ბულეიშვილმა, ექიმმა ანა შიმშილაშვილმა(ისრაელი) ზუსტად იციან რაც გავიარე,მთელი ღამე ვათენებდი მათთან ერთად საუბრებში და კონსულტაციებს ვიღებდი ამ საშინელი და ჯერ კიდევ უცნობი დაავადების გარშემო. აქვე მადლობას ვუხდი მათ. ბელგიაში ექიმებს ააქვთ ასეთი წესი – არ გირეკავენ რეანიმაციიდან თუ ლეტალური შედეგი არ დადგა. სამჯერ მათი დარეკილი რომ მახსენდება, დღესაც მაკანკალებს.

ანა, ანუ მამას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და ის სამ თვეზე მეტხანს გადიოდა მკურნალობის კურსს?

დიახ, მამას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია,შემდეგ იყო თირკმელის გაჩერება. საჭირო გახდა დიალეზი,დეტალები რომ მოვყვე და თან თითოეული დღე აღვწერო, ზედ დამატებული ჩემი და დედას ემოცია, არ მეყოფა ერთი კვირა. გამოღვიძების შემდეგ,რაც ასევე რთულად გაიარა მამამ, ის 102 დღე ისევ საავადმყოფოში რჩებოდა,რადგან ყველაზე რთულად დასარეგულირებელი გახდა სუნთქვა. თვითონ რომ შეძლებოდა სუნთქვა,მხოლოდ მისი ცხვირიდან ეგრეთწოდებული “სათვალის” (ხელოვნური სუნთქვა ) მოხსნის შემდეგ გახდა შესაძლებელი და მოხდა მისი სარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანა.

დღემდე იქ რჩება მამა და გადის აღდგენით სამუშაოებს,როგორიცაა კუნთების აღდგენა. სიარულს ახლიდან სწავლობს ფაქტიურად.  ყველაზე მთავარი – 25 დღიანმა ძილმა იმდენად “მიაძინა” საყლაპავი მილი, რომ სპეციალური ვარჯიშებით ხდება მისი აღდგენა. მამას დღეს კუჭიდან ზონდით მიეწოდება საკვები,პლიუს ლოგოპედის დახმარებით იღებს საკვებს,თავადაც შეუძლია მაგრამ მაინც ფრთხილობენ.

მამას გაუმართლა რომ ბელგიაში ცხოვრობს. ახლა რომ ვესაუბრები ტელეფონით,  მეუბნება  ქართველები ურწმუნო ხალხია და მოუყევი ჩემი ამბავი იქნებ დაიჯერონ კოვიდ 19 ის რეალური სახე და შედეგებიო. დედასაც ჰქონდა იოლ ფორმებში,ჩემს ძმას უფრო რთულად. მე და ჩემი ოჯახია ცოცხალი მაგალითი ვართ იმის, რა საშინელი დაავადებაა კოვიდ 19.  მამა, ფაქტობრივად, კინაღამ ემსხვერპლა ამ დაავადებას.

ექიმები მეუბნებოდნენ ძლიერი ორგანიზმი ააქვს ,თორემ არ არსებული იყო ამისი გადარჩენაო. მომინდა მომეყოლა ეს ისტორია მათთვის, ვისაც ჰგონია რომ ვინმეს ახირებაა ეს ვირუსი და არა რეალური.

დღეს შესრულდა 140 დღე რაც მამა სახლში არ ყოფილა. მამას გამო,ბელგიელმა ექიმებმა ქართული სიტყვები ისწავლეს , რაც ჭირდებოდათ გამოღვიძების შემდეგ, “გურამი როგორ ხარ? გურამი რამე გაწუხებს? გურამი,სად გტკივა?” და კიდევ უამრავი ,ისე მოუარეს მამას როგორც ნამდვილ ექიმებს შეეფერება.

ხალხო!!! ექიმები ცარიელი ხელებით ვერაფერს გააკეთებენ,აუცილებლად უნდა დავიცვათ დისტანცია და პირბადე ვატაროთ სადაც ამისი აუცილებლობა არის,ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენს თვითშეგნებაზე,ნუ გავრისკავთ ნურც საკუთარ ჯანმრთელობის ხარჯზე და ნუ დავაზიანებთ ნურც სხვებს,გთხოვთ მამას სახელით დაიცავით წესები და ნუ იქნებით სკეპტიკოსები

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად