ანა აბაშიძე: 100 000 დოლარის გადახდა ნიკოლოზ ბასილაშვილის კეთილი ნება არაა, სასამართლომ დააკისრა, ჯერ 15 ათასი აქვს გადახდილი

ამის შესახებ დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვულის უფლებების დამცველმა ანა აბაშიძემ განაცხადა.

2020 წლის 22 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავა.

2020 წლის 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს. რის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა გაავრცელა განცხადება.

მოგვიანებით კი თავად ბრალდებულმა გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს: ვწუხვარ, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო

საქმეში დაზარებულ ნელი დოროყაშვილს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშრებით ოფიცალური განცხადება არ გაუკეთებია.
მის ინტერესებს სასამართლოში “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” დაიცავს. დღეს #PHR-ის იურისტებმა „ონლაინ“ პრესკონფერენცია გამართეს და საქმის დეტალებზე ისაუბრეს.

ანა აბაშიძე: “100 000 დოლარის თემა ფართოდ არის ატაცებული და ბევრი არასწორი ინფორმაცია დაგროვდა და ასევე გავრცელდა ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხრიდან, თითქოს არის ქონებრივი ინტერესი და ამიტომ არის აღძრული ეს კონკრეტული დავა. მე მაქვს ხელთ დოკუმენტის, ასევე საგამოძიებო უწყებას აქვს ეს დოკუმენტი. უფრო მეტიც, ბატონი ნიკოლოზის ადვოკატებს აქვთ ეს დოკუმენტი. მაგრამ, რა თქმა უნდა ისინი ამ დოკუმენტს არ ახსენებენ, იმიტომ რომ ამ დოკუმენტში წერია ის, რაც პრაქტიკულად მათ სტრატეგიას შლის.

რა არის 100 ათასი დოლარი? ადამიანები თანაცხოვრების დროს შეძენილი და დაგროვილი ქონების თანამესაკუთრეები არიან. როდესაც მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან და თანაცხოვრების დროს ამ კონკრეტულ ოჯახში დაგროვდება დოვლათი, საქართველოს კონსტიტუცია და კანონი ამ ქონებას აღიარებს თანასაკუთრებად. ეს ქონება ნახევარ-ნახევრად იყოფა განქორწინების პერიოდში და შესაბამისად გარკვეული წილი ყოფილ მეუღლეს ეკუთვნის.

100 000 დოლარი, რომელიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს იყო ნაჩუქარი ან კეთილი ნება ბატონი ბასილაშვილის, თითქოს ამას უწყალობებს მის მეუღლეს, მარტივად რომ გითხრათ, ეს არის ფული, რომელიც სასამართლომ, კანონის საფუძველზე მიაკუთვნა ქალბატონ ნელის, იმიტომ რომ ეს არის მისი საკუთრება. სასამართლოს განჩინებაში წერია, რომ გაიყო ქონება ორ კონკრეტულ ნაწილად, და იმაზე ნაკლებს დათანხმდა ქალბატონი ნელი, ვიდრე კანონით ეკუთვნოდა. იმიტომ რომ არ სურდა დავაში შესვლა, ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლო გაწელილი პროცედურების მიდევნება, რადგან ეს არის ურთულესი პროცესი პირველ რიგში ბავშვისთვის და რეალურად ის 100 ათასი დოლარი, რომელიც ჯერ არ გადახდილა, მხოლოდ მისი ნაწილი, გათვალისწინებული განჩინების გრაფიკის თანახმად, მხოლოდ 15 ათასი დოლარის გადახდა განხორციელდა ბატონი ნიკოლოზის მხრიდან, იმიტომ რომ სასამართლომ განუსაზღვრა სწორედ ასეთი ვადა, ამ განაწილვადებით. მას მოუწევს გადაიხადოს განაწილვადების თანხად 2021 წლის ბოლომდე. ასე რომ კამათი და ჭორები იმის შესახებ რომ ბატონი ნიკოლოზი სოლიდურ თანხას აძლევდა თავის ყოფილ მეუღლეს, მარტივად რომ ვთქვათ, არის უსაფუძვლო“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...