“ან დემოკრატია, ან დიქტატურა!” – გიორგი მარგველაშვილი აქციაზე მივიდა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა, რომელმაც თქვა, რომ ან ახლა გაიმარჯვებს საზოგადოება, ან კარს რომ გამოაღებს, დიქტატურა დახვდება.

“მე ვდგავარ იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და იმ ადგილას, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. ან ჩვენ შევძლებთ დღეს, ხვალ, ზეგ, რომ ეს ტენდენცია შევცვალოთ, ან კვლავაც შევალთ სახლში, გვეგონება, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ, როდესაც კარს გამოვაღებთ და გამოვალთ სახლიდან დაგვხვდება დიქტატურა. ეს შეიძლება ახლა არ ჩანს და ვიღაცას განცდა აქვს, რომ რაღაც მეორად თემაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ რეალურად ხალხის ნების გატეხვაზე ვლაპარაკობთ.

არ აქვს მნიშვნელობა პარტიის კუთვნილებას. ან ხალხის ნებაა, ან რაღაცა ჯგუფის თემაა საზოგადოებაზე მოხვეული. აქ დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც უნდა გაიტანონ ქართული დემოკრატია”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ამბობს, რომ არ ელოდა, რომ კანონპროექტი ჩავარდებოდა.

რაც შეეხება იმას, რა პროგნოზი აქვს, მეოთხე პრეზიდენტი ამბობს – “ან დემოკრატია, ან დიქტატურა!”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად