ამსტერდამში ორი სამგზავრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

ნიდერლანდების მთავარ აეროპორტში ორი სამგზავრო თვითმფრინავი, ავიაკომპანია KLM-ის Boeing 737-800 და ავიაკომპანია ЕasyJet-ის Airbus A320 ერთმანეთს შეეჯახა.

აეროპორტის წარმომადგენლის განცხადების მიხედვით, შეჯახება მას მერე მოხდა, რაც თვითმფრინავებმა მოძრაობა დაიწყეს. ინციდენტის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ავარიის შედეგად აეროპორტში მოძრაობა არ შეფერხებულა.

აეროპორტის პრესსამსახური ადასტურებს, რომ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავიაკომპანია KLM-ის თვითმფრინავი მადრიდისკენ მიემართებოდა. ავიაკომპანიის განცხადებით, იგი აღნიშნული რეისისთვის სხვა თვითმფრინავს გამოყოფს. ავიაკომპანია ЕasyJet-ის თვითმფრინავი კი ლონდონში მიფრინავდა. მეორე ავიაკომპანიამაც განაცხადა, რომ ამავე რეისის შესრულებისთვის სხვა თვითმფრინავს გამოყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...