ამსტერდამში კომენდანტის საათის დაწესებას მოქალაქეები კვლავ აპროტესტებენ

ამსტერდამში კვლავ გაიმართა უკანონო საპროტესტო გამოსვლები, მაგრამ პოლიციამ შეძლო სიტუაციის სწრაფად გაკონტროლება. ამის შესახებ ნიდერლანდების სამაუწყებლო კორპორაცია (NTK) იტყობინება.

ტელეარხის ინფორმაციით, საღამოს ქალაქის ერთ-ერთ უბანში შეიკრიბა ხალხის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაიწყო პოლიციისკენ ქვებისა და პეტარდების სროლა. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოების დასახმარებლად სპეციალური ძალების ქვედანაყოფები მივიდნენ, რომლებმაც სწრაფად დაარბიეს ხალხი. რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

არეულობა იყო როტერდამშიც. 33 ადამიანი დააკავეს ვანდალიზმის, პოლიციის მოთხოვნების შესრულებაზე უარის თქმის და პირადობის დამადასტურებელი საბუთების არქონის გამო.

“ბევრ სხვა ქალაქში სიტუაცია ბევრად უფრო მშვიდია, ვიდრე გუშინ,” – თქვა ჰოლანდიის პოლიციის უფროსმა NTK-სთან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად