ამსტერდამში არასანქცირებული საპროტესტო აქციის ფარგლებში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ჰოლანდიის სამართალდამცავებმა დააკავეს 115 ადამიანი, რომლებიც მონაწილეობდნენ უნებართვო საპროტესტო აქციაში ამსტერდამში. ამის შესახებ ნიდერლანდების სამაუწყებლო კორპორაცია იუწყება.

ტელეარხის ცნობით, შვიდი ადამიანი დააკავეს პოლიციელთა მიმართ ძალადობის გამო, დანარჩენი კი პოლიციის ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის გამო.

მანამდე დემონსტრაცია აიკრძალა მუნიციპალიტეტის მიერ, მაგრამ დაახლოებით 2 ათასი ადამიანი მაინც შეიკრიბა ქალაქის მუზეუმის მოედანზე, რათა პროტესტი გამოეხატათ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მთავრობისა და ხელისუფლების ბრძოლის მეთოდების გამო. ბევრი დემონსტრანტი არ იცავდა 1.5 მეტრიან დისტანციას და ისინი აგრეთვე პირბადეების გარეშე იყვნენ.

ამსტერდამის მუნიციპალიტეტმა საგანგებო ბრძანება გასცა და ხალხს მოედნის დატოვება მოსთხოვა. ამასთან, ზოგიერთმა დემონსტრანტმა უარი თქვა მოთხოვნის შესრულებაზე, რის შემდეგაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა და წყლის ჭავლის გამოიყენა. ქალაქის ოფიციალური პირების განცხადებით, მომიტინგეებს შორის იყო 200-250 კაციანი ჯგუფი, რომელიც სიტუაციის გამწვავებას ცდილობდა და პოლიციელებს ქვებს ესროდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად