ამსტერდამის აეროპორტში პოლიციამ შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა

ჰოლანდიის პოლიციამ  ამსტერდამის სამხრეთ-დასავლეთით,  ცივი იარაღით შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოები მიკრობლოგ "ტვიტერზე" ავრცელებენ. 

Reuters-ის ცნობით, აეროპორტში ევაკუაცია განხორციელდა. ჰოლანდიური გამოცემა NU იუწყება, რომ ადამიანი, რომელიც დანით იმუქრებოდა, გადარჩა. თავდასხმის მოტივის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

აეროპორტთან გადაადგილება შეჩერებულია.

კიდევ ერთი ადგილობრივი გამოცემა, Telegraaf წერს, რომ პოლიცია ტერორისტული აქტის ვერსიას არ განიხილავს. გამოცემამ ასევე აეროპორტში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად