“ამნისტია პატიმრებს”-ქუთაისში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით ადვოკატები, ყოფილი პატიმრები და პატიმრების ოჯახის წევრები ქალაქის მერიის წინ შეიკრიბნენ. მათ ამნისტიის აქტის გადახედვა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

 

,,ჩვენ ვითხოვთ,რომ რაც შეიძლება მეტ პატიმარ ს შეეხოს ამნისტიის კანონპროექტი .ის,რომელიც იყო მიღებული პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით,არ ასახავს საზოგადოების მოლოდინებს.ვითხოვთ,რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეეხოს ეს აქტი,,-აცხადებს ალექსანდრე კაპანაძე, ,,მოძრაობა ჰუმანურობისათვის ,, დამფუძნებელი.მისი თქმით,ციხეებში ანალოგიური მოთხოვნით შიმშილობენ პატიმრები.აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გეგუთის კოლონიაში 400-მდე პატიმარი შიმშილობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად