Amnesty International: ირანში, საპროტესტო აქციების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის შეფასებით, ირანში საპროტესტო აქციის დროს დაღუპულთა რიცხვი 100 ადამიანს აჭარბებს.

”დაიღუპა 21 ქალაქში მინიმუმ 106 მომიტინგე ”, – იტყობინება ორგანიზაცია.

უფლებადამცველები ასევე აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა რიცხვი რეალურად შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.

Amnesty International- ის თანახმად, ირანის უსაფრთხოების ძალებმა “გადაჭარბებული ძალა გამოიყენეს, რამაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია.

ირანში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები საწვავის ფასების გაზრდის შემდეგ, 2019 წლის 15 ნოემბერს დაიწყო.

”ხელისუფლებამ დაუყოვნებლად უნდა შეწყვიტოს საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სასტიკი ქმედება და პატივი სცეს ადამიანთა სიცოცხლეს”, -განაცხადა შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ფილიპ ლუთერმა, Amnesty International-ის პროგრამის დირექტორმა, ფილიპ ლიუთერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად