ამხანაგობა “აქოლისის” თავმჯდომარე აკაკი ზერეკიძე ქალაქ მცხეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

21 მაისს, ამხანაგობა “აქოლისის” თავმჯდომარე აკაკი ზერეკიძემ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო გვენცაძემ, ქალაქ მცხეთის გუბერნატორის მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილთან და მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორ რევაზ მამულაშვილთან ერთად ქალაქ მცხეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

აკაკი ზერეკიძე დამსწრეებს ამხანაგობა “აქოლისის” საქმიანობაზე, ჯგუფის ხედვებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა. შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრეებმა ძირითადი ყურადღბა მორატორიუმსა და ქალაქგეგმარებით პრობლემებზე გაამახვილეს.

აკაკი ზერეკიძემ, ნინო გვენცაძესთან ერთად შეხვედრააზე დასმული ყველა პრობლემური საკითხი განიხილა და დამსწრეებს სამომავლო თანამშრომლობას დაპირდა. აქვე აღნიშნა, რომ ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში აქტიურად მოისმენს ყველა დაინტერესებული მხარის აზრს.

შეხვედრები უკვე გაიმართა ქალაქ მცხეთის მოსახლეობასთან, ასევე, ქალაქ მცხეთის სასტუმროებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან. დღევანდელი შეხვედრა კი ქალაქ მცხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შედგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად