ამხანაგობა “აქოლისი” მცხეთის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭოს წევრებს შეხვდა

5 ივნისს, ამხანაგობა „აქოლისი“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელებთან ერთად „ქ. მცხეთის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭოს“ შეხვდა.

საბჭო ქალაქ მცხეთის მერიის წევრებისგან არის დაკომპლექტებული. მასში – მცხეთის მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი რევაზ მამულაშვილი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ერთიანდებიან.

31 მაისს, პირველი ეტაპის დოკუმენტური მასალა „აქოლისმა“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს წარუდგინა. დღევანდელი შეხვედრის მიზანი კი „აქოლისის“ მიერ შესრულებული პირველი ეტაპის სამუშაოების საბჭოსთვის გაცნობა იყო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მხარეებმა ძირითადი ყურადღება მორატორიუმსა და ქალაქგეგმარებით საკითხებზე გაამახვილეს

„აქოლისის“ თავმჯდომარე აკაკი ზერეკიძემ აღნიშნა, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს თანამონაწილეობითი დაგეგმვა წარმოადგენს. შესაბამისად, „აქოლისი“ საბოლოო დოკუმენტის შემუშავებამდე დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებსა და შეხედულებებს მოისმენს.

დღევანდელ შეხვედრაზე, „აქოლისმა“ დამსწრეებისგან ის რეკომენდაციები და ქ.მცხეთის განვითარებასთან დაკავშირებული მოსაზრებები მოისმინა, რომელიც სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავებისას იქნება გათვალისწინებული.

მსგავის ტიპის შეხვედრები უკვე გაიმართა ქალაქ მცხეთის მოსახლეობასთან, ქ.მცხეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ქალაქ მცხეთის სასტუმროებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასა და მედიის წარმომადგენლებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...