ამირან სალუქვაძე: რა გაუჩმახეთ საქმე ეკა ტიკარაძეს? სად ხართ ქალთა უფლებების დამცველები?

“რა გაუჩმახეთ საქმე ეკა ტიკარაძეს? ორი დღეა ვისმენ და ვკითხულობ უაზრო ქილიკს. წყალის გარეშე, პირდაპირ თეზისებად:” – ექსპერტი ამირან სალუქვაძე ჯანდაცვის ახალ მინისტრთან ეკა ტიკარაძესთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ შეფასებებს ეხმაურება.

1. სად ხართ ქალთა უფლებების დამცველები, განსაკუთრებით ექსმინისტრები, გენდერულ თანასწორობაზე რომ საუბრობდით? 10 მინუსტრში 5 ქალბატონია. რატომ არ იწონებთ?

2. ზოგადად, სად ხართ უფლებადამცველები, ეს არაა ადამიანის დევნა, ან ეს არაა სტომატოლოგის პროფესიის დაცინვა?

3. საჩხერეს საავადმყოფო არაა სოფლის ვეტერინარული პუნქტის დონე. თანამედროვე, კვალიფიციური კადრებით და თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფილი სამედიცინო ცენტრია, რომელსაც წლებია ხელმძღვანელობდა.

4. სერგეენკოც მაგ კლინიკის დირექტორობიდან გახდა მინისტრი და თუ ერთი გამოდგა, რა იცით მეორე იქნება უვარგისი?

5. ჰო, ბატონ დავითს დიდი მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და სიკეთეებისთვის. ჩემს ოჯახს რამდენჯერმე დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მ.შ. მე, ჩემს შვილს და ა.შ. და თეთრი არ გადამიხდია. ჩატარდა კვლევები, მ.შ. ტომოგრაფიული, ასევე ოპერაცია და სხვა. არაფერს ვამბობ “ც”-ჰეპატიტის პროგრამაზე. თუ გვსურს გვყავდნენ კარგი მინისტრები, მადლობის თქმაც უნდა ვისწავლოთ. უტაქტო კითხვების ხასმას, “გიშვებენ თუ მიდიხართ”, რაიმე კარგი სიუჟეტი მიუძღვენით, გაიხსენეთ პიერ კარდენის ჰალსტუხი და სხვა რამეები. სხვათაშორის, ბატონი სერგეენკო 1992-93 წლებში საჰაერო ძალების სამედიცინო სამსახურის უფროსი იყო. ეს ისე…

6. ისე, ისეთ ხალხს ვაბარებდით ეკონომიკას, ქვეყნის თავდაცვას და სხვა უწყებებს, დიდი კლინიკის დირექტორს ჯანდაცვა თუ ჩავაბარეთ, რა მოხდა?!

7. რაც შეეხება ახალ მინისტრს, სტომატოლოგი არ ნიშნავს კბილის “ტექნიკს”. მას უმაღლესი სამედიცინო განათლება აქვს. არ იცნობთ, არ გიცნობთ. იქნება დავით სერგეენკოზე ძლიერი მინისტრი აღმოჩნდეს, სად მიდიხართ შემდეგ?! თავის სიტყვაში რაც ისაუბრა, დაკისრებული სფეროები არ გამორჩენია. განსაკუთრებით მომეწონა ვღელავო, რომ თქვა. იმედია მინისტრობა არ გააფუჭებს?! ამიტომ, დაველოდები სტანდარტულ 100 დღეს. ამ პერიოდში გააჟღერებს რას აპირებს დაანონსებულ მეორე ფაზაში და შემდგომშიც მივადევნოთ თვალი დაგეგმილს როგორ განახორციელებს. ამდენ ქილიკს, დაიბარეთ პარლამენტში ახალი წესების თანახმად (ინტერპელაცია. არ მიყვარს უცხო სიტყვები) და გაესაუბრეთ. საუბარში დაინახავთ თემაშია თუ დროზეა განგაში ასატეხი. შესაძლოა, კმაყოფილიც დარჩეთ. მინისტრი მენეჯერია, დარგობრივი განათლება არ სჭირდებაო და მენეჯერიცაა და დარგის სპეციალისტიც. ვადროვოთ და შევაფასოთ.

P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას! – წერს ამირან სალუქვაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად