ამირან პაპინაშვილი რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

რიოს ოლიმპიადაზე დღეს, 6 აგვისტოს ძიუდოში -60 კგ. წონით კატეგორიაში მიმდინარეობს შეჯიბრი, სადაც ქართველი ძიუდოისტი, ამირან პაპინაშვილი ასპარეზობს.

ამირან პაპინაშვილმა პირველ წრეში დაისვენა, ხოლო მეორე წრეში კანადელ სერჟიო პესოას დაუპირისპირდა, რომელიც ვაზარითა და იუკოთი დაამარცხა.

მერვედფინალში პაპინაშვილი ბულგარელ იანისლავ გერჩევს დაუპირისპირდა, მეტოქე იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

მეოთხედფინალში პაპინაშვილმა 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, იპონელი ნაოისა ტაკატო იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ამირან პაპინაშვილი რუს ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი უზბეკ დიობრეკ უროზბოევს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად