ამირან პაპინაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას ლენინთან შეხვედრით იწყებს

26 აგვისტოს, დილით, ტოკიოში, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე 60კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ.

მსოფლიო ჩემპიონის წოდების მოპოვებისთვის მებრძოლ 74 ძიუდოისტს შორის ორი ქართველი ძიუდოისტი იქნება: მსოფლიო რეიტინგში მე-3 ადგილზე მყოფი ამირან პაპინაშვილი და მე-9 ადგილზე მყოფი ლუხუმ ჩხვიმიანი.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო წრიდან ჩაებმება ლუხუმ ჩხვიმიანი. მისი მეტოქე ჰონკონგელი იუ ლონგ ლაი (N272) იქნება. მათ შორის გამარჯვებული ოდამეთორმეტედფინალში ესპანელი ფრანცისკო გარიგოსს (N8) შეხვდება. ბადის ქვედა ნაწილში განთესილებს შორის არიან აგრეთვე ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე (N10), უკრაინელი არტიომ ლესიუკი (N29) და სხვ.

ამავე პულის ზედა ნახევარში არიან: რუსი რობერტ მშვიდობაძე (N1), დიდ ბრიტანელი ეშლი მაკენზი (N15), ტაიპეელი იუნგ ვეი იანგი (N17), ფრანგი ლუკა მხეიძე (N28) და სხვ.

D პულში პირველ ნომრად განთესილი ამირან პაპინაშვილის მეტოქე გამოცდილი ეკვადორელი ძიუდოისტი ლენინ პრეციადო (N18) იქნება. ამავე პულში არიან: მონღოლი ამარტუვშინ დაშდაავა (N6), ბელგიელი იორე ვერსტრატენი (N20), ბრაზილიელი ფელიპე კიტადაი (N21) და სხვ.

B პულის სათავეში იაპონელი რიუჯუ ნაგაიამაა (N4). მეორე იაპონელი ნაოჰიშა ტაკატო (N2) C პულს უდგას სათავეში. მასთან ერთადაა ბადეში ნიდერლანდელი თორნიკე ჭკადუა (N12)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად