ამირან გულუაშვილი: საქმეში ნამდვილად არსებობს ვიდეო ჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე

“საქმეში ნამდვილად მოიპოვება გარკვეული ვიდეო, ასევე აუდიო მასალა, რომელიც საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია. ვადასტურებ, რომ ნამდვილად არსებობს ვიდეო ჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე”.

ამის შესახებ მთავარი პროკურატურის წარმოამდგენელმა ამირან გულუაშვილმა 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშილის გარდაცვალების საქმესთან დაგავშირებით გამართულ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა”

“ზოგდად, ის ვიდეო მალასა, რაც მოპოვებულ იქნა მისი მობილური ტელეფონიდან და იუთუბ-არხიდან, როგორც ვთქვი, საკმაოდ, საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია. თამარ ბაჩალიაშვილის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქმეში ნამდვილად არსებობს ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, განხორციელებული თამარ ბაჩალიაშილის მიერ, როდესაც ის განიხილავს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობას”-განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

დასმული შეკითხვის საპასუხოდ, თუ აპირებს პროკურატურა ამ ვიდეო და აუდიოჩანაწერების გასაჯაროვებას და გავიდა თუ არა გამოძიება კვალზე, რეალურად რა მიზეზმა შესაძლოა მიიყვანა ახალგაზრდა თვითმკვლელობამდე, პროკურატურის წარმომადგენელმა უპასუხა:

“არსებობს გამოძების ინტერესი, არსებობს სენსიტიური საკითხებიც, რაც დაკავშირებულია უშუალო შემთხვევასთან და საქართველოს პროკურატურა ამ საკითხების გათვალისწინებით, ისე რომ არ დაზიანდეს არც გამოძიების და არც სხვა პირების ინტერესი, მოახდენს მტკიცებულებების გასაჯაროვებას”.

შეგახსენებთ: გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ცნობილი გახდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბაჩალიაშვილის სიკვდილი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად