ამირან გაყრელიძე: თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე და კონცერტებზე მისვლისგან

“დღევანდელი ეპიდსიტუაციის გაუარესებას გააჩერებს ორი რამ – წესების დაცვა, თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, კონცერტებზე მისვლისგან და ყველანი ავიცრათ.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“ყველა მოვდუნდით, საზოგადოება მოეშვა. უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, რადგან ეპიდვითარების გაუარესება ასე თუ გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლი შევა საბჭოში რეკომენდაციით მეტი გამკაცრების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე წითელ ხაზებს ვკვეთთ. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით სიკვდილიანობი მაჩვენებელი მაღალია. ბავშვებში ინფიცირების მატებაა, თუმცა პროცენტული მაჩვენებლებით დიდი ნახტომი არ გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2415 შემთხვევა გამოვლინდა, 26 ადამიანი გარდაიცვალა

კომენტარები
იტვირთება...