ამირან გაყრელიძე: დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში ოთხიდან ექვს კვირამდე ძლიერი „ლოქდაუნი“ შემოიღო

„ჩვენი ეკონომიკა რომ იძლეოდეს საშუალებას, დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში ოთხიდან ექვს კვირამდე ძლიერი “ლოქდაუნი” შემოიღო და ზაფხულს შეხვდე კარგი მაჩვენებლით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გადაცემა Forbes Health-ში საუბრისას განაცხადა.

„ამას უკვე დღევანდელი ეკონომიკა ვერ გაუძლებს, განსხვავებით წინა გაზაფხულისა, როდესაც იყო რეზერვები, დახმარების მეტი მოლოდინი, საშუალება და ხალხის დამყოლობა ძლიერი იყო. დღეს ეს სამივე კომპონენტი, სამწუხაროდ, ვერ იმუშავებს. ამიტომ ახლა არის ე.წ ოქროს შუალედი და დანის პირზე სიარული.

მხოლოდ ამისთვის არის შემოღებული, შაბათ-კვირას რესტორნების არფუნქციონირებაც, ამას სხვა ახსნა არ აქვს“, – დასძინა მან.

„ჩვენ რომ აცრების სამიზნე მაჩვენებლის 10% გვქონდეს გაკეთებული, მაშინ შესაძლებელია გარკვეულ შემსუბუქებაზე წახვიდე, მაგრამ როდესაც დღეს დილის მონაცმებით, 31 ადამიანი გარდაიცვალა 24 საათში, ეს ძალიან მაღალია საქართველოში. მილიონ მოსახლეზე დღეში რვა გარდაცვალება, არის ძალიან მძიმე. ამის ფონზე ნებისმიერ შემსუბუქებას, NCDC მხარს ვერ დაუჭერს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ Forbes Health-ში საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...