ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიძრა, მაგრამ ტემპი არ გვაკმაყოფილებს

ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიძრა. თანდათან იზრდება აქტიურობა, მაგრამ ტემპი, რა თქმა უნდა, არ გვაკმაყოფილებს. „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე 33 000 ჯავშანია გაკეთებული.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიძრა. დღეს დაჯავშნილია დაახლოებით 6 000-მდე დოზა. თანდათან იზრდება აქტიურობა, მაგრამ ტემპი, რა თქმა უნდა, არ გვაკმაყოფილებს. „სინოფარმზე“, რომელიც გუშინწინ დაიწყო, გაკეთებულია 33 000 ჯავშანი, ორშაბათს და სამშაბათს აიცრა 5 000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი.

ეპიდვითარება, სამწუხაროდ, უარესობისკენ დაიძრა. დადებითობის მაჩვენებელი მიდის ზემოთ, ამის შეკავების ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაციაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
იტვირთება...