ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის 800 000-მდე შემოსვლის მცდელობა იყო და სისტემამ ვერ გაუძლო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ​COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის სპეციალურ პორტალზე რამდენიმე საათიანი ტექნიკური შეფერხების სავარაუდო მიზეზები განმარტა.

როგორც ამირან გამყრელიძემ “ღამის კურიერში” განმარტა, ერთ-ერთი ვერსიით, ერთდროულად საიტზე 800 000 შესვლის მცდელობა დაფიქსირდა, რის გამოც პორტალზე რეგისტრაცია რამდენიმე საათით შეიზღუდა.

“ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია, რამ გამოიწვია, ერთ-ერთი ვერსიაა, რომ გუშინ საღამოს 8 საათზე, როდესაც გაიხსნა რეგისტრაცია მეორე დოზაზე Sinopharm-ის და ასევე, დაიწია 10 წლით AstraZeneca-ს ასაკმა და გაიხსნა მასზეც რეგისტრაცია, როგორც ჩვენი საინფორმაციო სამსახურები, IT სამსახურები გვეუბნებიან, იყო ძალიან დიდი ტრაფიკი, ანუ სადღაც 800000-მდე შემოსვლის მცდელობა და ეს იყო, რომ სისტემამ ვერ გაუძლო ამას, შესაბამისად მოხდა ეს ხარვეზი, რომლის გამოსწორებასაც საკმაო დრო დასჭირდა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...