ამირან გამყრელიძე: ვაღიარებ, რომ ჩვენ და სისტემას გარკვეული ხარვეზები და ნაკლოვანებები გვაქვს

ვაღიარებ, რომ ჩვენ და სისტემას გარკვეული ხარვეზები და ნაკლოვანებები გვაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “ფორმულას” ეთერში გადაცემაში სოფო ზურაბიანის “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა.

“რა თქმა უნდა, მე ვაღიარებ იმას, რომ ჩვენ და სისტემას გვაქვს გარკვეული ნაკლოვანებები და ხარვეზი. მე როდესაც მეკითხებოდნენ, რომ სისტემა მომზადებულია? მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ უკეთ არის მომზადებული, ვიდრე ყოფილა იმ დროს, როდესაც მე ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში ვმუშაობდი, ან მერე კიდევ. გაიხსენეთ დიდი კონფლიქტები 2008 წლის და ა. შ. დღეს ქვეყანას ყოველდღიურად 4000 ახალი შემთხვევა აქვს და ჩვენ ამას ვძლებთ, მართალია პრობლემებით, მაგრამ ვმართავთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად